ბრიტანეთმა და გერმანიამ მეგობრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას მოიცავს.
ხელშეკრულება მოიცავს რამდენიმე ძირითად სფეროს: ორმხრივი თავდაცვის გარანტიას, მიგრაციას, განათლებას, ეკონომიკასა და ვაჭრობას, ასევე ენერგეტიკას.
„მიხარია, რომ შევძელით შეთანხმებას მიღწევა, რომელიც მომავალში სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალებას მისცემს, უფრო ადვილად ჩავიდნენ დიდ ბრიტანეთში და პირიქით, გერმანიაში. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას მისცემს შესაძლებლობას, უკეთ გაიცნოს ორივე ქვეყანა“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
მედიის ცნობით, ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი ლონდონში მოაწერეს.
ეს ფრიდრიხ მერცის გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დიდ ბრიტანეთში პირველი ოფიციალური ვიზიტია.