რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, სადაც ის თავის კოლეგას შეხვდება და უკრაინაში ომის საკითხს განიხილავს. იუწყება Reuters
ლავროვი ჩრდილოეთ კორეის ქალაქ ვონსანში, რომელიც ცნობილია თავისი სარაკეტო და საზღვაო ობიექტებით, პარასკევს, 11 ივლისს ჩავიდა, მას შემდეგ, რაც მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
რუსლი სამთვრობო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩოე სონ ჰუისთან მოლაპარაკებების დროს მხარეებმა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომის საკითხი უნდა განიხილონ.
სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, რუსეთში დამატებითი ჯარების გაგზავნას ივლისში ან აგვისტოში გეგმავს.
ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ, ლავროვი ჩინეთში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაში, რომელიც 14-15 ივლისს გაიმართება.