შვეიცარიისთვის ამერიკული Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდება გადაიდო, რადგან ვაშინგტონი ამ ეტაპზე უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებით უფრო აქტიური მხარდაჭერის გაწევას გეგმავს. ამის შესახებ შვეიცარიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პენტაგონმა ამ კვირაში ბერნს აცნობა, რომ „ის ცვლის პრიორიტეტებს Patriot-ის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით უკრაინის მხარდაჭერის მიზნით დაძირითად აქცენტს ხმელეთზე განლაგებულ საჰაერო თავდაცვაზე გააკეთებს“.
„ეს ასევე იმოქმედებს შვეიცარიაზე, რომელიც შეკვეთილ საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაგეგმილზე გვიან მიიღებს“, - აცხადებენ შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროში.