საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ეგვიპტეში იმყოფება. გრიგოლ ვაშაძე ქაიროში ეგვიპტის პარლამენტის სპიკერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა .
მინისტრის თქმით, შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და ორი ქვეყნის სხვადასხვა უწყებებს შორის აქტიური თანამშრომლობა იყო.
ვაშაძე ასევე შეხვდა ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შემოდგომაზე საქართველო-ეგვიპტის ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.
"ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრთან საუბარი იყო რამდენიმე პერსპექტიულ მიმართულებაზე საქართველო-ეგვიპტის ეკონომიკურ ურთიერთობებში. პირველი, ეს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებაა. ჩვენს ეგვიპტელ პარტნიორებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი და სერიოზულად უნდათ, რომ რამდენიმე სახის იმპორტი, რომელსაც ისინი სხვა ქვეყნის გავლით ახორციელებენ, განახორციელონ საქართველოს გავლით", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.