საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" სპორტის თემატურ ჯგუფს, ლევან ყიფიანი უხელმძღვანელებს. ჯგუფის პრეზენტაცია, დღეს საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისში გაიმართა.
მისი თქმით, სპორტის ჯგუფი მუშაობს „საქართველოში სპორტისა და ოლიპიური მოძრაობის განვითარების კონცეფციაზე", რომელშიც აისახება როგორც არსებული ვითარება ასევე სპორტის განვითარებისთან დაკავშირებული საკითხები.
"სპორტის შესახებ არსებული კანონი, ძირითადად დეკლარაციული ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს სპორტის განვითარების ხელშეწყობას, სპორტის სფეროს ორგანიზაციულ-სტრუქტურული და მართვის თანამედროვე სისტემის შექმნას, მატერიალურ-ტექნიკური საფუძვლების განმტკიცებას. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების" სპორტის თემატური ჯგუფის მიზანი ამ პრობლემებთან გამკლავებაა", - განაცხადა ყიფიანმა.
ჯგუფის წევრები არიან: სპორტის საერთაშორისო ექსპერტი, ევროპის ხელბურთის დელეგატი თამაზ თევზაძე, ევროპის ჩემპიონი კრივში, საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი და მოსკოვის ოლიმპიადის მონაწილე დავით კვაჭაძე; სამბოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში ოლეგ იაძე; მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი სამბოში, XX საუკუნის საუკეთესო სამბისტი საქართველოში იოსებ მაღალაშვილი; უიმბლდონის ვიცე-ჩემპიონი წყვილთა შორის, ფინალისტი ერთეულთა შორის ჩოგბურთში, ევროპის და საბჭოთა კავშირის არაერთგზის ჩემპიონი ალექსანდრე მეტრეველი; ეროვნული ნაკრების ვეტერანი, კავშირი "ჩვენი ფეხბურთის" წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი; ევროპის ჩემპიონი აფროსნობაში, ბარსელონას, ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე და საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი აფროსნობაში ზურაბ ბიგანიშვილი; სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი მძლეოსნობაში და საქართველოს ჩემპიონი მძლეოსნობაში, ატლანტის ოლიმპიადის მონაწილე მაია აზარაშვილი; საქართველოს ოლიმპიური აკადემიის რექტორი, პროფესორი ლელა აფციაური; ვეტერანი კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის კალათბურთში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ზურაბ გრძელიძე; საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ორგზის თასის მფლობელი, ევროპის რეგიონთა თასის ვიცე-ჩემპიონი რამაზ სანებლიძე და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, კალათბურთში საქართველოს ჩემპიონთა თასის მფლობელი, აზერბაიჯანის ჩემპიონი ნუგზარ კანდელაკი.