პოლიციამ პარლამენტთან აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავა.
მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ. საიდანაც თაბისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს და ბანერი წარწერით "საწამლავით სავსე ქალაქი" გაშალეს.
თავისუფლების მოედნიდან პარლამენტთან დაბრუნებულ აქციის მონაწილეებს პოლიციელები გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდებდნენ. აღნიშნული მოწოდებისას დააკავეს ისაკო დევიძე.
პოლიციელებმა აქციის ყველა მონაწილე პარლამენტის წინა სივრცეში გადაიყვანეს და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
ამ დროისთვის საავტომობილო გზის პერიმეტრზე პოლიციას კორდონი აქვს მოწყობილი.