კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა „დიალოგში ჩაერთოს“ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მან [მაკრონმა] განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან სასაუბროდ. მან [პუტინმა] ასევე გამოთქვა მზადყოფნა, მაკრონთან დიალოგისთვის. ამიტომ, თუ ორმხრივი პოლიტიკური ნება იქნება, მაშინ ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს,“ - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისათვის, ემანუელ მაკრონმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ ევროპამ უნდა იპოვოს გზა რუსეთის ლიდერთან პირდაპირი ურთიერთობისთვის.
შაბათს, ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად მიიჩნევს აშშ-ის მონაწილეობის შენარჩუნებას „სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, რუსეთთან თანამშრომლობის განახლების შესახებ საფრანგეთის ლიდერის წინადადებაზე კომენტარის გაკეთებისას.