პრემიერ-მინისტრი საქართველოს მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოხსნას გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში ბევრი რუსი ტურისტი, თუ ბიზნესმენი ჩამოვიდეს, რათა მათ ადგილზე ნახონ საქართველოში გატარებული რეფორმები.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. და რუსი ბიზნესმენები ჩამოვიდნენ. და მათ ნახონ თუ როგორ შეიძლება პოსტსაბჭოთა ქვეყანა ძალიან მოკლე ხანში განვითარდეს და რამხელა პროგრესი იქნეს მიღწეული მხოლოდ და მხოლოდ 7-8 წელიწადში"- განაცხადა ნიკა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.