მამუკა არეშიძეს "ქართული ოცნება" არ დაუტოვებია. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
"მამუკა არეშიძეს "ქართული ოცნება" არ დაუტოვებია. იგი ეროვნული უმცირესობების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელია", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენი" თავად მამუკა არეშიძესაც დაუკავშირდა. არეშიძემ განაცხადა, რომ ის "ქართული ოცნების" რეგიონალური სტრუქტურების შექმნაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, თუმცა ის მოძრაობის რეგიონალური პოლიტიკისა და ეროვნული უმცირესობების მიმართულების ხელმძღვანელად მუშაობას აგრძელებს.