დღეს, 27 თებერვალს, ვებინტერფეისის მქონე ელექტრონული დეკლარირების პროგრამა პრეზენტაცია გაიმართება.
პროგრამა საქართველოს კონტროლის პალატამ შექმნა. როგორც კონტროლის პალატაში განმარტავენ, ახალი პროგრამა პოლიტიკურ სუბიექტებთან უფრო ეფექტური და მოქნილი კომუნიკაციას შეუწყობს ხელს.
"საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკურ სუბიექტებთან უფრო ეფექტური და მოქნილი კომუნიკაციის მიზნით, შექმნა ახალი ვებინტერფეისის მქონე ელექრონული დეკლარირების პროგრამა, რომლის მიზანია შემოწირულობების შესახებ ინფორმაციის მიღების, დამუშავების და ანალიზის პროცესის გამარტივება, რათა პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ საშუალება, უფრო მარტივად შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულება", - იუწყება კონტროლის პალატა.
პრეზენტაციის პარალელურად, გაიმართება ტრენინგი, რათა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს დეტალურად განემარტოთ ელექტრონული დეკლარირების მოხმარების წესები და გადაეცეთ მომხმარებლის პერსონალური სახელები ინდივიდუალურ პაროლებთან ერთად.