სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგის გარეუბანში მდებარე ბარში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 21 დეკემბრის ღამეს ცეცხლი გახსნეს. ინფორმაციას მედია პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.
მედიის ცნობით, დაახლოებით ათი თავდამსხმელი იყო; ისინი ადგილზე ორი მანქანით მივიდნენ, სტუმრებს განურჩევლად გაუხსნეს ცეცხლი და შემდეგ მიიმალნენ. თავდასხმის მოტივები უცნობია.