"ნაციონალური მოძრაობა" ვაკეში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი კარბელაშვილის დაასახელებს.
გიორგი კარბელაშვილი 2009 წლიდან დღემდე ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილეა, ასევე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
მუსაობდა შპს ,,საქაერონავიგაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; იყო თბილისის პრემიერის მოადგილე; ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე; კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მოადგილე; შპს ,,ტელეცენტრის" გენერალური დირექტორის მოადგილე.
გიორგი კარბელაშვილს 2007 წლს მიღებული აქვს ღირსების ორდენი.