ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის" წევრი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
მისი თქმით, ელიტური კორუფციის ფაქტების გამოსავლენად, აუცილებელია საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც პრეზიდენტისგან და მისი უმრავლესობისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დასმასთან დაკავშირებით რეგლამენტის დაცვის საკითხი კიდევ ერთხელ შეახსენა.
„დაიცავით წესი და მერე მოუწოდეთ კონსტრუქციულობისკენ. წესის დარღვევით გაკეთებული ინიციატივა, ინიციატივა არ არის, ამიტომ თქვენს ნათქვამს გაგრძელება ვერ მოჰყვება. წაიკითხეთ რეგლამენტი", - მოუწოდა ბაქრაძემ დეპუტატს.