საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის დროს აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ სადაზღვევო კომაპნიებმა უნდა იმუშაონ აქტიურად, რათა ყველა ვალდებულება, რომელიც მათ აიღეს დროულად იქნას შესარულებული.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესპსიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, გუშინდელ შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ დაუშვებელია ყოველგვარი შეფერხება მედპერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, მანჯგალაძის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე იქნა ყურადღება გამახვილებული.
"პირველ რიგში, ეს იყო პრეზიდენტის ვიზიტი შტატებში. გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო იმ შედეგებზე, რომელიც მიღწეულ იქნა ვაშინტგრონში პრეზიდენტ ობამასთან და ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში პრეზიდენტის მიერ გამართული შეხვედრების დროს. ეს ეხება თავისუფალი ვაჭრობის თემას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საკითხს და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. უმრავლესობასთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო მთავრობის ძირითად პრიორიტეტებს და ინფრასტქრუტურულ პროექტებს, რომელიც განხორციელდება, მიმდინარეობს და იგეგმება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში", - განაცხადა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთ ძირითად თემას წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის სექტორი, მოახლოებული გაზაფხული და სასოფლო სამეურნეო სამუშაოები.