პირველი თებერვლიდან ძალაში შესულმა კანონმა საქართველოში ევროკავშირის მოქალაქეებს პირველი პრობლემები უკვე შეუქმნა. ერთი წლის წინ ევროპიდან თბილისში წყვილი სუროგატ დედას ბავშვის გაჩენაზე შეუთანხმდა.
ქართველი ქალი მათთვის გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტყუპების გაჩენას დასთანხმდა.
სუროგატმა დედამ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა, თუმცა ჩვილების წასაყვანად თბილისში ჩამოსულმა წყვილმა აღმოაჩინა, რომ საქართველოში ახალი კანონი ამოქმედდა და ისინი ბაშვებს ევროპაში ვერ გადაიყვანენ.
პარლამენტის მიერ 1 თებერვალს დამტკიცებილი რეგულაციების თანახმად ნებისნიერი წყვილი ვალდებულია სუროგატთან შეთანხმება ჩასახვის მომენტში გააფორმოს. ძველ კანონში კი ეს მოთხოვნა არ იყო. ევროკავშირის მოქალაქეები საქმის დეტალების გარკვევას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩივილს აპირებენ.
ახალი კანონის თანახმად მათთვის გაჩენილი ტყუპები ახლა საქართველოს ერთ-ერთ ბავშვთა სახლში უნდა გადაიყვანონ.
იურისტების განცხადებით ამ სიტუაციიდან გამოსავალი ფაქტობრივად არ არსებოს, რადგანაც უცხოელი წყვილი ვერ ახერხებს საკუთარი გენეტიკური შვილების წაყვანას იმის გამო, რომ ახალი კანონი არსებობს. კანონის მიხედვით ემბრიონის მშობლებსა და სუროგატ დედას შორის ხელშეკრულება განაყოფიერებამდე უნდა იყოს გაფორმებული. აქამდე ვადები გაწერილი არ იყო. აქედან გამომდინარე უცხოელმა წყვილმა სუროგატ დედასთან ხელშეკრულება რამდენიმე კვირის წინ გააფორმა.