საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების" ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი ხვალ ჟურნალისტებს შეხვდება. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" ივანიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს.
ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეხვდება და საკუთარ პრესსპიკერს წარუდგენს. ივანიშვილი პრესკონფერენციაზე პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის ფორმატზე ისაუბრებს.