4, 5, 6 თებერვალს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სპექტაკლები ინგლისური და იტალიური სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი.
"მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლები სუბტიტრებით პირველად დაიდგმება, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თამუნა ლალიაშვილმა.
სუბტიტრებით წარმოდგენილი იქნება ჯოვანი ბოკაჩიოს "დეკამერონი" (რეჟისორი ლევან წულაძე, კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე, ქორეოგრაფი გია მარღანია); კოკი მიტანის "სიცილის უნივერსიტეტი" (რეჟისორი ლევან წულაძე, თარგმნა ნინო კანთიძემ, კოსტუმების მხატვარი ნინო სურგულაძე); ანტონ ჩეხოვის "ქალი ძაღლით" (რეჟისორი ლევან წულაძე, ქორეოგრაფი გია მარღანია, მუსიკალურად აფორმებს ვახტანგ კახიძე).