აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეს ე.წ. ელქტროშოკით თავს დაესხნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ გამომცემელი და მთარგმნელი გვანცა ჯობავა ავრცელებს.
ჯობავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დაზარალებული ახალგაზრდა მასზე თავდასხმის შესახებ ყვება და პოლიციელებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
"გამომწიეს მეგობრებმა და ამის მერე ატყდა ერთი ამბავი, პოლიციამ დააკავა, მერე გაექცათ და იძახიან, რომ არა, არ გაგვქცევიაო. არადა, ჩვენი თვალით დავინახეთ როგორ გაექცათ. არც ელექტროშოკია ამოღებული და არც ის ვიცით კარგად, ის დაკავებულია თუ სახლში გაუშვეს, - ამბობს აქციის მონაწილე მედიის წარმომადგენლებთან.