ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულებს შეხვდა. როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, აუცილებელია დაზარალებულების დასახმრებლად პირველ ეტპაზე ცენტრალური და თბილისი მერიის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები გამოიყოს, რათა ეს დაუმთავრებელი შენობები დასრულდეს.
„ამას სჭირდება სულ სამი მილიონი ლარი და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისის მერიის და ცენტრალური ბიუჯეტიდან ათობით ათასი და მილიონობით ლარი გაუმჭირვალედ და არამიზნობრივად იხარჯება, შესაბამისად ამ სამი მილიონის გამოყოფაც დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის შემდეგ აუცილბელია გარკვეული სახის ინვესტიციების ასევე სხვა თვითმმართველ ერთეულებში და ქალაქებში განხორცილდეს, სადაც ძალიან ბევრი შენობაა დასასრულებელი.
„ეს არის ძველი ვალები, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოყვა და რომელიც ეროვნულმა მთავრობამ შიდა ვალად აღიარა", - დასძინა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და აქვე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სპეციულკურ კომისა შეიქმნა, რომელმაც ამ ვალების ინვენრატარიზაცია მოახდინა, მაგრამ მათი გასასტუმრებლად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.
„დღემდე უამრავი ოჯახია, რომელიც ფაქტიურად ხელისუფლების გულგრილობის და უყურადღებების გამო უსახლკაროდ არის დარჩენილი", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.