საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრები მტკვრის კალაპოტის შეცვლას უარყოფენ. როგორც დღეს თურქეთის ენერეგტიკის მინისტრმა თანერ ილდიზმა განაცხადა, ქართული და თურქული მხარები ერთობლივად მუშაობენ რათა საბოლოოდ იქნეს შეჯერებული ერობლივი პროეტქი და ბუნებაზე ზემოქმედება მაქსიმალურად იქნას თავიდნ აცილებული.
"მტკვარს როგორც საქართველოსთვის ასევე თურქეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შეხვედრები გვქონდა საქართველოს მთავრობასთან და მაქსიმალურად ვცდილობთ გამონახული იყოს საშუალო გზა რათა ერთობლივად მივაღწიოთ საერთო მიზანს" - განაცხადა ილდიზმა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განმარტებით კი მტკვრის მიმართულების შეცვლა დღის წესრიგში არ დგას.
"ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, თუმცა მტკვრის მიმართულების შეცვლა დღის წესრიგში არ დგას. თურქებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ერთობლივი პროექტის შემუშავებაზე", - განაცხადა ხეთაგურმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ თურქეთის ტერიტორიაზე ბეშიკჰაიას ჰესების კასკადის მშენებლობის გამო საქართველოს ტერიტორიაზე მდინარე მტკვარი აღარ შემოვიდოდა. აღნიშნულ ინფორმაცაის ძირითადად არასამათავრობო ორგანზიაციები ავრცელებდნენ, თუმცა საქართველოს მთავრობაში იმთავითვე განმარტეს, რომ მტკვარი საქართველოში ჩვეულებრივად შემოვიდოდა და საქართველოს ეკოსისტემას საფრთხე არ დაემუქრებოდა.