პრეზიდენტი უფლებამოსილია არჩევნების დღედ კვირის ნებისმიერი დღე დანიშნოს, გარდა პრეზიდენტის არჩევნებისა.
ახალი „საარჩევნო კოდექსის" მიხედვით აღნიშნულს უკვე კანონი არეგულირებს და არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს.
აღნიშნული საკითხი ძველი კანონმდებლობით დაკაონკრეტებული არ იყო და პრეზიდენტი არჩევნებს, გამონაკლის შემთხვევბში ძირითადად კვირა დღეს ნიშნავდა.
გარდა ამისა, საპრეზიდენტო და საპარლამეტო არჩევნების ჩატარების თვედ ოქტომბერი განისაზღვრა.
ძველი „საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, კი საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების პირველი ტური ეწყობა წინა არჩევნების ჩატარებიდან მე-5 წლის აპრილის მე-2 კვირა დღეს, ხოლო პარლამენტის მორიგი არჩევნები მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა.