სეპარატისტულ აფხაზეთში სირიაში მაცხოვრებელი "თანამემამულეების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაზე ზრუნვა" გრძელდება. დღეს სეპარატისული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ საკითხზე სპეციალური ბრიფინგის გამართვას აპირებს.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას ინფორმაციით, აფხაზეთში ამჟამად განიხილება აფხაზეთის რეპატრიაციის კომიტეტისა და თურქეთში აფხაზთა ფედერაციის წარმომადგენლების გაგზავნა სირიაში, რათა ისინი ის მაცხოვრებელი აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათი "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნების საკითხი განიხილონ.
ამასთან ერთად ჩირიკბა ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სპეციალური განყოფილება, რომელიც თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს კურირებას გაუწევს.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ სწორედ ამ ქვეყნებში ცხოვრობს აფხაზების 80 %. მათივე თქმით, სირიაში 30 ათასამდე აფხაზი ცხოვრობს.