1-ელ ივლისს, გამთენიისას, რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ქალაქების, სარატოვსა და ენგელსში აფეთქებების ხმები ისმოდა, ჩართული იყო განგაშის სიგნალიც.
ამის შესახებ რუსული Telegram-არხი, Astra ადგილობრივებზე დაყრდნობით იუყება.
ასევე ამჟამად დაკეტილია რუსეთის ფედერაციის ულიანოვის ოლქის ულიანოვის, ყაზანისა და ნიჟნეკამის (თათრეთი) აეროპორტები.
რისტოვის ოლქის გუბერნატორის იური სლიუსარის მტკიცებით, დონის, როსტოვში, ტაგანტოგში, ნოვოშახტინსკში, მილეროვში, მიასნიკოვში, აქსაიში, ნეკლინოვსა და მატვეევო-ყურღანის რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატები მოიგერიეს. მისივე თქმით, დაშავებულები არ არიან,
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით 60 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს რუსეთის 6 რეგიონის, დროებით ოკუპირებული ყირიმის და შავი და აზოვის ზღვების თავზე.