გურჯაანის რაიონის სოფლების ვეჯინის და ჯიმითის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები გურამ ჭანყოშვილი და ვეფხია ბეროშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა ჩემი გათავისუფლება. სხვადასხვა მიზეზების გამო დავწერე განცხადება, თანაც, დაბალი ანაზღაურება მქონდა. ახლა სხვა სამსახურში გადავდივარ, თუმცა ჯერ საიდუმლოა და ვერ გეტყვით", - განაცხადა ვეჯინის ტერიტორიული ორგანოს ყოფილმა რწმუნებულმა გურამ ჭანყოშვილმა.
„ოჯახური მიზეზების გამო დავწერე განცხადება და სამსახურიდან წამოვედი", - აღნიშნა ვეფხია ბეროშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სოფლების გამგებლები იმიტომ მოხსნეს, რომ მათ სოფლებში პრეზიდენტის და გუბერნატორის ვიზიტის დროს საჭირო რაოდენობის ხალხის მიყვანა ვერ უზრუნველყვეს.