"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" წევრის, გურამ ჩახვაძის შეფასებით, "ამომრჩეველთა მოსყიდვის" მკვეთრი დეფინიციის გარეშე პარტიებსა და მათ ამომრჩეველს შორის კავშირის გაწყდება.
როგორც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ჩახვაძემ "პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვისას აღნიშნა, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში "პოლიტიკური მიზნის" ცნება და "ამომრჩეველთა მოსყიდვა" მკვეთრ დეფინიციის საჭიროება.
მისი თქმით, ე.წ. "პოლიტიკურ მიზანთან" დაკავშირებული რეგულაციები ფართო ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და ასეთ მიზნად პარტიის მხრიდან რომელიმე ინტერესჯგუფთან ამა თუ იმ პროექტის განხილვა და მისი შემდგომი ინიცირებაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
"პოლიტიკური მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვა მხოლოდ ისეთ შემთხვევებს უნდა გულისხმობდეს, როცა ადგილი აქვს საარჩევნო ხმის მიღების სანაცვლოდ, მისთვის რაიმე ქონების ან ფულის შეთავაზებას", - მიაჩნია დეპუტატს.