პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" თავმჯდომარის, კახა სეთურიძის განცხადებით, პარლამენტში განსახილველად გამოტანილი საარჩევნო კოდექსის პროექტი, მიუხედავად მასში გათვალისწინებული საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგიერთი რეკომენდაციისა, არათუ ასახავს არსებით ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, არამედ მნიშვნელოვნად ამძიმებს და კაბალურს ხდის მას, ხელს უშლის არჩევნების გამჭვირვალეობას და არათანაბარ პირობებში აყენებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს.
"პროექტის ამ სახით მიღება არის მართველი ძალის მცდელობა შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამისთვის გამოიყენოს ნებისმიერი ხერხი და საშუალება, მათ შორის საარჩევნო კოდექსი და კონსტიტუცია.ეს არის ხელისუფლების მხრიდან "უკანონო კანონების" მიღებით საზოგადოების დაშინების და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის მორიგი მცდელობა, რომელიც უპირისპირდება დემოკრატიის პრინციპებს", - განაცხადას სეთურიძემ.
პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, გათვალისწინებულ იქნას როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანოზაციების რეკომენდაციები.