კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზმა" მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში გაზსადენის მშენებლობა დაასრულა.
5 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი მისცემს საშუალებას 140 პოტენციურ აბონენტს ჩაერთონ გაზის ქსელში.
A
ამ ეტაპზე მცხეთის რაიონში მშენებლობის სხვა და სხვა სტადიაშია 18 კილომეტრის სიგრძის გაზსადენების მშენებლობა 590 აბონენტის გაზიფიცირებისათვის.
დღეისათვის ახალი გაზის ქსელები აშენებულია რაიონის შემდეგ სოფლებში: წეროვანში, ჩარდახში, ძალისში, აღდგომლიანტკარში და ძეგვში.
2009-2011წწ. Kკომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ ქვეყნის მასშტაბით უკვე აშენებულია 1281 კილომეტრი გაზსადენი და გაზიფიცირებულია 74398 აბონენტი.
ქვეყნის გაზიფიცირების მიზნით შპს "სოკარ ჯორჯია გაზმა" საქართველოში შეიძინა 30 გაზგამანაწილებელი კომპანია, რომელიც სტაბილურად მარაგდება აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზით.
გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნ.ენუქიძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი