ქვეყანაში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, როდესაც ადამიანები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას, ქვეყანაში არის ეგზისტენციალური საფრთხე არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის - ელენე ხოშტარიას ეს ნაბიჯი, ამ ბრძოლაში აღქმული უნდა იყოს ისე, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში, რომელშიც ახლა ქვეყანაა მთავარი ორიენტაცია ქუჩის პროტესტზე უნდა იყოს გადასული.
„ქვეყანაში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, როდესაც ადამიანები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის ეგზისტენციალური საფრთხე არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, მათ შორის ადამიანები სწირავენ არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ელენე ხოშტარიას ეს ნაბიჯი, ამ ბრძოლაში აღქმული უნდა იყოს ისე, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს, ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი არის ღალატი, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე და მათ შორის, წინააღმდეგობაში - სრულ ერთიანობაზე, ბოიკოტში და არა სხვა ფორმატში.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.