2011 წლის ბრენდის ნომინაციაში "ოქროს პერგამენტის" მფლობელი კომპანია "გალფი" გახდა. პერგამენტის ნავთობკომპანიამ წარმატებული საქმიანობისთვის და ახალი ბრენდის გამო დაიმსახურა, რომელიც ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის უკან გამოჩნდა. "გალფის" გარდა "ბერტა"; "ბარამბო";
"სმარტი" და "ჰოლიდეი ინ" იყვნენ ნომინირებულნი.
Gulf-Ge წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში მოქმედი ამერიკული ჯგუფის Energy Investment Venture LLC - ის შვილობილ კომპანიას. ჯგუფი, რომელიც მოღვაწეობს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელში შეუერთდა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მულტინაციონალურ ნავთობკომაპანია Gulf Oil International-ს თავის ოპერაციებში საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.
შეგახსენებთ, რომ ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის" ორგანიზებით წლის ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოების ცერემინილი - „ოქროს პერგამენტი" 24 დეკემბერს იმართება და მას კომპანია ბაგრატიონი 1882-ის დარბაზი მასპინძლობს.
2011 წელს გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ, ასევე გაიცა საპატიო „ოქროს პერგამენტიც". გამარჯვებულების გამოსავლენად გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2986-მა რესპოდენტმა მიიღო.
საკონსულტაციო ჯგუფი GCG-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში რესპოდენტების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი - 42%, კახეთი - 9%, ქვემო ქართლი - 7%, შიდა ქართლი - 6%, იმერეთი - 10%, სამეგრელო - 10%, გურია - 3%, მცხეთა მთიანეთი - 3%, აჭარა - 10%.
რაც შეეხება გამოკითხულთა სოციალურ მდგომარეობას, აქ სტატისტიკა ასე გამოიყურება: სტუდენტი - 10%, დასაქმებული - 29%, თვითდასაქმებული - 23%, უმუშევარი - 24%, პენსიონერი - 14%.
გამოკითხულთა შორის 53% ქალია, ხოლო 47% მამაკაცი.
წელს „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემონიალის სპონსორები იყვნენ კომპანიები ავერსი, გუდვილი, ნატალი და ფლაუერსი.