2011 წლის კომუნიკატორი კომპანია "კავკასუს ინლაიანი" გახდა. აღნიშნული ნომინაცია კომპანიამ "ოქროს პერგამენტის" ყოველწლიურ დაჯილდოებაზე მიიღო, რომელიც დღეს "ბაგრატიონის" დარბაზში გაიმართა.
წლის კომუნიკატორის ნომინაციაში ნომინირებულნი იყვნენ ასევე, "ბილაინი"; "მაგთი"; "სილქნეტი" და "ჯეოსელი". გამოკითხულთა უმრავლესობამ წლის კომუნიკატორად და შესაბამისად ოქროს პერგამენყის ლაურეატად კავკასუს ონლაინი დაასახელა.
როგორც ცნობილია, "კავკასუს ონლაინი" ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა საქართველოში. კომპანია ბაზარზე 1998 წელს "კავკასუს ნეთვორქის" სახელით გამოჩნდა, როგორც ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ პროვაიდერი. მოგვიანებით, 2006 წელს "კავკასუს ნეთვორქთან" ორი ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერის - "ჯორჯია ონლაინისა" და "სანეტის" გაერთიანებით სატელეკომუნიკაციო ბაზარზე გაჩნდა ახალი კომპანია - "კავკასუს ონლაინი".
2008 წლიდან კომპანიას შეუერთდა "ტელენეტი", უკაბელო ინტერნეტის ძირითადი პროვაიდერი საქართველოში, რის შემდეგაც კავკასუს ონლაინის პორტფელი კიდევ რამდენიმე პროდუქტით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის" ორგანიზებით წლის ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოების ცერემინილი - „ოქროს პერგამენტი" 24 დეკემბერს იმართება და მას კომპანია ბაგრატიონი 1882-ის დარბაზი მასპინძლობს.
2011 წელს გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ, ასევე გაიცა საპატიო „ოქროს პერგამენტიც". გამარჯვებულების გამოსავლენად გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2986-მა რესპოდენტმა მიიღო.
საკონსულტაციო ჯგუფი GCG-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში რესპოდენტების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი - 42%, კახეთი - 9%, ქვემო ქართლი - 7%, შიდა ქართლი - 6%, იმერეთი - 10%, სამეგრელო - 10%, გურია - 3%, მცხეთა მთიანეთი - 3%, აჭარა - 10%.
რაც შეეხება გამოკითხულთა სოციალურ მდგომარეობას, აქ სტატისტიკა ასე გამოიყურება: სტუდენტი - 10%, დასაქმებული - 29%, თვითდასაქმებული - 23%, უმუშევარი - 24%, პენსიონერი - 14%.
გამოკითხულთა შორის 53% ქალია, ხოლო 47% მამაკაცი.
წელს „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემონიალის სპონსორები იყვნენ კომპანიები ავერსი, გუდვილი, ნატალი და ფლაუერსი.