პოლიტიკური პარტიებისთვის გარკვეული სანქციები დაწესდება. აღნიშნულს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ განაცხადა, კანონპროექტით პოლიტიკურ პარტიებს ახალ ვალდებულებებზე შეზღუდვები უწესდებათ, შესაბამისად, უნდა არსებობდეს სანქციებიც.
მისი თქმით, სანქციების შემოღების აუცილებლობას ვენეციის კომისიამაც გაუსვა ხაზი. კახიძის თქმით, იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დაწესებულ ახალ სანქციებს უახლოეს დღეებში გააცნობს.
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამარლის კოდექსში შევა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონპროექტით შეზღუდვები პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსებასთან დაკავშირებით უწესდებათ.