სასტუმრო "ძველ თბილისში" "სახალხო წარმომადგენლობითი კრების" აღმასრულებელი საბჭო დღეს კრების რეგიონალურ წარმომადგენლობას შეხვდა. შეხვედრას კრების ყველა ლიდერი და თბილისისა და რეგიონული კომიტეტების ხელმძღვანელები და წევრები ესწრებოდნენ.
"სახალხო კრების" ლიდერ ნონა გაფრინდაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანი კომიტეტებისგან რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის მოსმენა და კრების მომავალი საქმიანობის დაგეგმვა იყო.
"სახალხო კრება" ისევ აქტიურდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც ღირსეულად გაუძლო ხელისფლების მხრიდან ზეწოლას და წნეხს, მზად არის ბრძოლის გასაგრძელებლად. 26 მაისი იყო ჩვენი უბედურების დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც შავი დღე. საქართველოში ახლა სულ სხვა რეალობაა, რომელიც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამ შექმნა. ის იდეა და ამოცანები, რომელიც გახმაურდა "ქართული ოცნების" მისაღწევად, ზუსტად ისეთივეა, როგორიც "სახალხო კრებას" აქვს", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.