,,ქრისტიან-დემოკრატების~ ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას მოუწოდებს ქართველ ბიზნესმენებს ხელი კი არ შეუშალოს, პირიქით, გამოყენებული იქნას თუნდაც მტრული სახელმწიფოს ბაზარი.
როგორც პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატებისას თარგამაძემ განაცხადა, თუკი ეკონომიკური განვითერებისთვის მთავარი ინვესტიციებია, მაშინ მთავრობის მთავარი საზრუნავი ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა უნდა იყოს, რაზეც ათ პუნქტიან გეგმაში საუბარი საერთოდ არაა.
თარგამაძის თქმით, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სწორედ იმის გამო არ ფუნქციონირებს დღეს, რომ რამდენიმე კილომეტრში დგას რუსული ტანკები.
,,თუკი თქვენი ამოცანა მეტი ინვესტიციების მოზიდვაა, მაშინ უნდა მივაღწიოთ აგერსიულ მეზობელთან ურთიერთობის სტაბილიზაციას და უნდა მოხდეს რისკების მინიმალიზაცია ინვესტორებისათვის და არა პირიქით, როგორც თქვენ და მედიის საშუალებებმა ატეხეთ სრული ისტერია, როდესაც საქართველოს პატრიარქი რუსეთში ვიზიტად იმყოფებოდა. ეს ადამიანიც ჩავაყენეთ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში და ეს ისტერია მიუღებელია იმ ამოცანებისათვის, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების გარანტიების შექმნას ინვესტორებისათვის~, - განაცხადა თარგამძემ.