საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ შოშიაშვილმა,ი "სხვა ხარჯებთან" დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ეს არის ხარჯები, რომელსაც გასცემს ბიუჯეტი, მაგრამ რჩება ბალანსზე.
"სხვა ხარჯებში ასახული თანხები პროგრამებში დეტალურად არის განმარტებული და ეს გახლავთ თანხები, რომელიც მოხმარდება თბილისელებს, თბილისის კორპუსებს, ქუჩებს და ა.შ.", - განაცხადა შოშიაშვილმა და აღნიშნა, რომ აბსულუტურად უსაფუძვლოა საკრებულის ოპოზიცონერი დეპუტატების კრიტიკა.
"მათი კრიტიკა ჰგავს დილეტანტი და საქმეში ჩაუხედავი ადამიანის მდგომარეობას. დექალაქის ბიუჯეტში გაწერილია ზუსტად ის თანხები, რაც 2012 წლისთვის არის მოსახლეობისთვის აუცილებელი და საჭირო. გამოკითხვის შედეგად არის შედგენილი ბიუჯეტი და თბილისელების დაკვეთით არის გაწერილი თანხები", - განაცხადა შოშიაშვილმა
საკრებულოში სხდომა პროტესტის გამო სხდომა დატოვეს საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა საკრებულოში ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ.