პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციას არ მოსწონს სიმინდის ტაროს ფერი და ფორმა.
პარლამენტის პლენარულს ხოდმაზე, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ხალხს სთავაზობს ახალ საბჭოთა მანქანას, ხელისუფლება კი თანამედროვე ტექნოლოგიით აწყობილ ავტომობილს.
მაჭავარიანის შეფასებით, ქართული ოპოზიცია ჩამოყალიბდა ძალად, რომელიც ხელისუფლებას სთავაზობს მხოლოდ პრობლემების ჩამონათვალს და არა მათი გადაჭრის გზებს.
"თქვენ აკრიტიკებთ პოლიციის ახალ შენობებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიატაციას, შენობების ფერებს, ფასადებს, არქიტექტურას, მანქნაზებზე წარწერებსაც კი. როგორც ერთი პუბლიცისტი წერს, თანამედროვე ქართული ოპოზიცია საზოგადოებას სთავაზობს თავის ტკივილს და არა წამალს, თუნდაც ეს წამალი იყოს მწარე და მტკივნეული" - მიმართა მაჭავარიანმა ოპოზიციას.
მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს ისტორიული მისია, რომ შექმნას და ჩამოაყალიბოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ იცის, როგორ მიიყვანოს ქვეყანა გამარჯვებამდე.