~ქართული დასის~ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ მთავრობის 10-პუნქტიან გეგმას ~არადამაჯერებელი~ და ~ჯღანი~ უწოდა.
~მახსენდება სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის პრობლემა, როდესაც გვარის გადაკეთება უნდოდა და რანაირად არ გადაიკეთა გვარი ხან მეჯრანიანად დაიწერა, ხან მეჯღანუევად, მაგრამ ეს ჯღანი ვერ მოვიშორეო მერე ამაზე წუხდა. ამ გეგმას ჯღანი არ მოშორდა. ეს ჯღანი არის ტყუილი და არადამაჯერებლობა~ - განაცხადა ბაღათურიამ დღეს პარლამენტში გამოსვლისას.
მისი თქმით, თავის დროზე როდესაც დემოკრატიის ახალ ტალღაზე 10 პუნქტიანი გეგმა იქნა წარმოდგენილი, ამას მოჰყვა ~კავალერისტული შტურმი~ თავისუფალ სასამართლოზე, თავისუფალ მედიაზე და პოლიტიკური რეპრესიები.
~როდესაც სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა გამოცხადა, სოციალური სააგენტოს მიერ მომზადებული სტატისტიკით 72 პროცენტი ქვეყანაში ღარიბი და ღატაკია~- აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, როდესაც მთავრობა 14 ლარიან პენსიაზე ლაპარაკობს, გაიხსენოს, რომ 1994-1995 წლებში, 20-25 თეთრი ღირდა ბენზინი და წიწიბურა 70-80 თეთრი.