საქართველოს პრემიერ-მინისრტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრს უჭირს.
ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, პირველად შემცირდა უმუშევრობა საქართველოში. თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია ღარიბი, უმუშევარი, არის პრობლემები.
გილაურის თქმით, სწორედ არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად არის შემუშავებული მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა და მასში ყველა პრიორიტეტები სწორად არის გათვალისწინებული.
პრემიერის გარდა პოლიტიკურ დებატებზე პარლამენტში დღეს იმყოფება 5 მინსიტრი: სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი.