"ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს 2006-2011 წლების პერიოდი არის ყველაზე დიდი აღმშენებლობის პერიოდი საქართველოსთვის მთელი მისი ისტორიის მანძილზე:", - განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ აშენებული ახალი საცხოვრებელი უბნის გახსნაზე.
მისივე თქმით, დღესვე იხსნება განახლებული აღმაშენებლის გამზირი. "არც ერთ პერიოდში საქართველოს ისტორიისა, თბილისში, ცალკე აღებულ ხუთ წელიწადში არ ყოფილა ამდენი სამუშაო ერთად ამდენი აღმშენებლობა, ამდენი კარგი რაღაცა რაც ბოლო 2005-2006 დან 2011 წლამდე.
"ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ეს არს ყველაზე დიდი აღმშენებლობის პერიოდი საქართველოსთვის საქართველოს არსებობის დღიდან, ეპოქიდან და საუკუნიდან
მაგრამ დღეს ჩვენ ვაცხადებთ ახალ კიდევ უფრო ამბიციურ პროექტს - ეს არის რამდენიმე ასულ ჰექტარზე დიღმის ე.წ. ჭალების ტერიტოტიაზე თბილისის ახალი რაიონის ახალი უბნის მშენებლობა. ჩვენ გვაქვს ძველი თბილისი და მას ახალი სიცოცხლე უდავოდ უბრუნდება და ჩვენ ახლა ვქმნით ახალ თბილისს, ასევე თბილსის უკეთესი მომავლისათვის", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და განმარტავს: "ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ თბილისი უნდა გავზარდოთ - თბილისის გაზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი, მაგრამ ევროპული შუალედი არის ერთ სულ მოსახლეზე 30 კვ.მ თბილისში დღეს არის 15 კვ.მ ერთ ადამიანზე საცხოვრებელი ფარი - ჩვენ უნდა გავფართოვდეთ თითეული ქართული ოჯახი უნდა გაფართოვდეს. ამიტომ აქ ჩვენ შემოვიყვანთ ინფრასტრუქტურას, მეტროპოლიტენს და 2015 წლისათვს ამ ახალი რაიონის კონტურები იქნება უკვე ადგილზე. ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ არა შორეულ მომავალზე არამედ თბილისის ხვალინდელ დღეზე".