ბათუმში ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი" 2 ნოემბერს გაიხსნება. გამარჯვებული 8 ნომინაციაში გამოვლინდება. 
ცნობისთვის, 38 ქვეყნის 250 ფილმს შორის ქართული მხოლოდ 8 ნამუშევარია. მესამე საერთაშორისო კონკურსის პროგრამაში 38 ქვეყნიდან ჩამოტანილი 200-ზე მეტი ფილმი იქნება ნაჩვენები. საერთაშორისო ჟიურისთან ერთად ნამუშევრებს ბავშვებიც შეაფასებენ. 
"საუკეთესო ინტერნეტფილმზე" ხმის მიცემა დაწყებულია. სხვადასხვა საიტზე გამოქვეყნებულ ანიმაციურ ფილმებს საზოგადოება ინტერნეტში აფასებს. 
ანიმაციური ფილმების ფესტივალი ბათუმში 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.