სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში, დღეს, 26 ოქტომბერს,  14:00 საათზე არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტის,  ლევან ამირანაშვილის სადიპლომო თემის "მუჰაჯირთა მოძრავი მუზეუმის" პრეზენტაცია გაიმართება. 
პრეზენტაციას წარუძღვებიან:  თსსა რექტორი - გია ბუღაძე, ირაკლი ქადეიშვილი და ლევან ამირანაშვილი .
როგორც „ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, მუზეუმის  იდეაა, მე-19 საუკუნეში  მუჰაჯირთა ტრაგედიის ამსახველი ისტორიული მასალების ერთ სივრცეში განთავსება. რომელიც  იმოგზაურებს სხვადასხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში და მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს კავკასიელი ხალხის  ამ  ტრაგიკულ ისტორიას.