ბიძინა ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 2011 წლის 1 ნოემბერს 16:00 გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ივანიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს, პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გადაცემის შესახებ შეთანხმება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ხელმძღვანელობას შორის უკვე შედგა.
"ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ მიიღო გარანტია, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის ტრანსლირება პირდაპირი ეთერში 1 ნოემბერს 16 საათზე 30-40 წუთის განმავლობაში უწყვეტად მოხდება. ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანმა ირაკლი ტრიპოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან ასევე მიიღო გარანტია, რომ ანალოგიური განცხადება გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდანაც. ასევე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს დაგეგმილი პრესკონფერენციის მათივე ეთერში ანანოსირება", - იუწყება ივანიშვილის პრესსამდივნო.