ახალგორის რაიონის დასახლებულ პუნქტ იკოთაში სამი ადგილობრივი მაცხოვრებელი ნაღმზე აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი უმძიმეს მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"დაახლოებით 16:30 საათზე სოფელ იკოთას მიდამოებში სამი ადგილობრივი მაცხოვრებელი ნაღმზე აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით ერთი მათგანი გარდაიცვალა, ორი კი უმძიმეს მდგომარეობაშია. გარდაცვლილისა და დაზარალებულების ევაკუაციას ამჟამად ართულებს ის, რომ არსებობს ალბათობა, რომ სხვა ნაღმზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელები აფეთქდებიან", _ იუწყება ოსური მხარე.
მათივე ინფორმაციით ადგილზე განმნაღმველების მოსვლას ელოდებიან. ოსი სეპარატისტები ასევე აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ ნაღმები ქართულმა ჯარმა ამ ადგილზე 2008 წლის აგვისტოში დატოვა.