დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში 22 ოქტომბერს ფიროსმანობა გაიმართება. ტრადიციული დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონიძიება, რომელიც 12:00 საათიდან დაიწყება.
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლში გამოიფინება მხატვრის 11 ტილო და 30 ასლი. ასევე, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული ფიროსმანის პორტრეტები.
ღონისძიება ადგილობირივი ანსამბლების კონცერტებით დასრულდება.