უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის შეფასებით, კარგი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილი დარჩენილიყო იმ პროგრამების დამფინანსებლად, რომელსაც აფინანსებდა და არ გამხდარიყო პრორუსული პოლიტიკური პროექტი.
ჟურნალისტებთან საუბრისას გაბაშვილმა განაცხადა, რომ
ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება ინტერვიუზე, რომელიც გამოქვეყნდა, რადგან ~ინტერვიუ ძალიან ქაოტურია და ბევრ ურთიერთ წინააღმდეგობას შეიცავს~.
~როგორც ჩანს, ივანიშვილის პოლიტიკური პოზიციები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ის ერთ რამეზეა ჩამოყალიბებული, რომ საქართველო, რუსეთ-საქართველოს ომზეა პასუხისმგებელი და საქართველოს წლების განავლობაში დაშვებული აქვს შეცდომები. თურმე, რუსეთი საქართველოს იმიტომ დაესხა თავს, რომ გაღიზიანდა სააკაშვილის გამონათქვანებით რუსეთის მიმართ. ეს არასეროზული მსჯელობაა და ბევრჯერ მოგვისმენია ოპოციონერებისგან. როგორც ჩანს, მან ეს რიგითი პრორუსული ოპოზიციონერული არგუმენტები აირჩია თავისი პოზიციების გასამყარებლად~, - განაცხადა გაბაშვილმა.
~რაც შეხება ივანიშვილის პერსონას, კარგი იქნებოდა ის დარჩენილიყო იმ პროგრამების დამფინანსებლად, რომელსაც აფინანსებდა და არ გამხდარიყო პრორუსული პოლიტიკური პროექტი. ეს მისთვის ნამდვილად უკეთესი იქნებოდა. რაც შეეხება მის წარმოდგენებს პოლიტიკაზე, რომ პუტინი დემოკრატი გახდება, კორუფციას შეებრძოლება და თავის ქვეყანას დასავლეთს დაუახლოვებს, ეს არასერიოზული მსჯელობაა, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.