იმედი მაქვს ისეთი გამოცდა, როგორიც ჩვენ 2008 წლის აგვისტოში გვქონდა უახლოეს წლების ან ათწლეულების განმავლობაში არ გვექნება - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მომხრეებთან შეხვედრაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ უკვე დაამტკიცა, რომ იგი ბრძოლისუნარია.
"მიუხედავად პრობლემებისა შეიარაღებული ძალების განვითარებაში, ჩვენს არმიას შესწევს ძალა პრაქტიკულად ნებისმიერ ძალას პასუხი გასცეს", _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან ყველა ქვეყნებმა გაკვეთილი ისწავლეს.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ მსგავსი გამოცდები ჩვენ უახლოეს წლებში ან ათლეულებში არ გვექნება", _ განაცხადა მედევდევმა.