ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი, ნიკა გვარამია Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
ნიკა გვარამის თქმით, „ოლიგარქია უნდა დაემხოს“.
„ჰეი, ჯალათო ჯვებევ, ყური დაადე მიწას და კარგად მოუსმინე: "მოდის, რევოლუცია მოდის".
ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს. სამწუხაროა, მაგრამ ამ საკითხზე მეტს ვეღარ შევჩერდებით.
არაფერს არც სივრცე, არც დრო და არც აზრი აღარ რჩება, როცა მეორე მხარეს სამშობლოს გადარჩენა დგას.
Amicus Plato...
ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, - წერს ნიკა გვარამია.