სოფელ ჭოფორტში მომხდარი ავტო ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა 13 კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის სამი წლის ბავშვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ფასანაურიდან მომავალი ფორდის მარკის მიკროავტობუსი შეშით დატვირთულ კამაზის ტიპის ავტომობილს შეეჯახა.
მიკროავტობუსში სულ 16 მგზავრი იმყოფებოდა, ისინი ფასანაურიდან დედოფლისწყაროსკენ გადაადგილდებოდნენ.
დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა. ისინი მცხეთისა და თბილისის საავადმყოფოში გადიან მკურნალიბას.
ინციდენტი გუშინ საღამოს 8 საათზე მოხდა. მომხდარის გამოძიება პოლიციამ დაიწყო.