სად გაქრა მამუკა მდინარაძე? სად აორთქლდა ეს კაცი და სად გადამალეს? გამოაგორეთ მამუკა მდინარაძე და აუხსენით საზოგადოებას, თორნიკე რიჟვაძის საქმეში ხომ არ არის გარეული?- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
"სად გაქრა მამუკა მდინარაძე? სად აორთქლდა ეს კაცი და სად გადამალეს? გამოაგორეთ მამუკა მდინარაძე და აუხსენით საზოგადოებას, თორნიკე რიჟვაძის საქმეში ხომ არ არის გარეული? ამ "ბეზპრეძელშიკურ" გარჩევაში ხომ არ ღებულობდა მონაწილეობას? სად არის რატომ გადამალეს ასეთ პირობებში მდინარაძე, რომელიც ყოველ დღე, ყოველ მეორე დღეს მაინც გამოდიოდა, რაღაცებს გვმოძღვრავდა. სად არის ეს კაცი? თქვენი თანაგუნდელი ლამის რომ სასიკვდილოდ გაწირეთ რიჟვაძე, ამ დროს ეს კაცი სად არის? ბიძინა ივანიშვილის ე.წ. ამოღების ჯგუფის ბანდფორმირებას მამუკა მდინარაძე ხომ არ ხელმძღვანელობს? მამუკას აქვს ჩაბარებული ჩინოვნიკების "თავების მირთმევის" სამსახური ბიძინასთვის. და პროკურატურაში, პროკურორიც, მოადგილეებიც, მამუკა მდინარაძემ ხომ არ დანიშნა და მისი საძმაკაცო/სამეგობრო ხომ არ არის. შს მინისტრი გეკა თუ ჯეკა, ეს კაცი მამუკა მდინარაძემ ხომ არ დანიშნა და ის ხომ არ აკაჩავებს ჩინოვნიკებს? გარდა ამისა, ბიზნესმენების გარჩევების საქმეში გოჩა ენუქიძე ხომ არ "დაიპაძელნიკა" თქვენსავე ენაზე რომ ვთქვათ. ძალიან ბევრი კითხვა აქვს საზოგადოებას და ასევე, მოუყვეს მამუკა მდინარაძემ როგორ არის შპიონაჟით დაკავებული კალაძის საქმესთან დაკავშირებით და კალაძეს როგორ ეუბნება ბიძინა, რომ მოიტანე ახლა 800 მილიონი. დოლარი, დოლარი. 2 მილიარდ ლარზეა საუბარი. და მამუკა მდინარაძეს გაშლეგებულს, ასევე, მერობა ხომ არ სურს?!" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.