აშშ-ის კენტუკის შტატში კვირას მომხდარი სროლის შედეგად ორი ქალი დაიღუპა.
ინციდენტი ბლუ გრასის აეროპორტთან ახლოს მოხდა, სადაც პოლიციელმა ავტომობილი სანომრე ნიშნების შესამიწმებლად გააჩერა.
ლექსინგტონის პოლიციის უფროსმა, ლოურენს ვიზერსმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა, პოლიციელს ესროლა და მოკლა, შემდეგ სხვა მანქანა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რის შემდეგაც რიჩმონდ როუდის ბაპტისტურ ეკლესიაში მივიდა, სადაც ორი ქალი მოკლა.
გაქცეულმა ეჭვმიტანილმა ორი ადამიანი დაჭრა, ადგილზე მისულმა სამმა პოლიციელმა მას ცეცხლი გაუხსნა და მოკლა.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშირმა ინციდენტს „ძალადობის უაზრო აქტი“ უწოდა და ადგილობრივ პოლიციას სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.