ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ჩრდილოეთ გარეუბანში საწვავის სატვირთო მანქანის აფეთქებას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა. ამის შესახებ ეგვიპტის ჯანდაცვისა და მოსახლეობის სამინისტრომ ოთხშაბათს, 25 ნოემბერს, განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამაშველო სამუშაოებში ოცდაცხრამეტი სასწრაფო დახმარების მანქანა იყო ჩართული.
უბედური შემთხვევა კაიროს ერთ-ერთ მთავარ გზატკეცილზე მოხდა. აფეთქებადე სატვირთო მანქანა ზოლებს შორის გადაადგილდებოდა და მოძრაობის გამყოფ ბარიერს შეეჯახა. შეჯახებას ძლიერი აფეთქება მოჰყვა, ხანძარი სწრაფად გავრცელდა მიმდებარე მანქანებზე.
ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციი, სატვირთო მანქანამ მკვეთრი მოძრაობები დაიწყო მას შემდეგ, რაც მის წინ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დავარდა, რის გამოც მძღოლმა კონტროლი დაკარგა.
გამოცემა ასევე იუწყება, რომ აფეთქებამდე მანქანა საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და გადაბრუნდა.
ეგვიპტის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ სამძიმარი გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს. გენერალურმა პროკურატურამ კი გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. მიმდინარეობს სამუშაოები მსხერპლთა იდენტიფიცირებისთვის.